ტრენინგის მეცხრე დღეს მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები:
მუსიკის პედაგოგმა ფოთოლა ნონიაშვილმა წარადგინა პროექტი--"მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში", რომლის ფარგლებში მოსწავლეები მოიკვლევენ ინფორმაციას და იმსჯელებენ მუსიკის როლზე ცხოვრებაში,სხვადასხვა პროფესიებში.მოუსმენენ კლასიკურ ნაწარმოებებს და გამოხატავენ ემოციებს სხვადასხვა ფორმით:ნახატით,ლექსით და ა.შ.
ქართული ენის პედაგოგმა მარინა გუგავამ წარადგინა პროექტი თემაზე "საკუთარი თავის შეცნობაში". პროექტის ფარგლებში მოსწავლეები წაიკითხავენ და გაანალიზებენ უცნობ ტექსტს "თოლია ჯონათან ლივიგსტონი". მოსწავლეები იმსჯელებენ იქ წამოჭრილ კონფლიქტზე და მისი გადაჭრის გზებზე. იმსჯელებენ იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის ძიება.
უცხო ენის პედეგოგმა თამარ პაპაშვილმა წარადგინა პროექტი-"ეროვნული პარკები და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები".ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას ეროვნული პარკების და იმ ცხოველების შესახებ რომლებიც ბინადრობენ აღნიშნულ პარკებში,იმსჯელებენ მათი დაცვის ხერხებზე.
მათემატიკის პედაგოგმა მარინა ვარამაშვილმა ---- პროექტი თემაზე "როგორ ნაწილდება დრო ჩვენს ცხოვრებაში". მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას რეალურად როგორ ნაწილდება მათი დრო, და როგორ გაანაწილონ ის ეფექტურად.
ხელოვნების პედაგოგმა ნანა პირტახიამ პროექტი თემაზე:" შექმენი ბუნებრივი ფერებით"
მოსწავლეები ეწვევინ მუზეუმს ღია ცის ქვეშ,დაათვალიერებენ თექის ნიმუშებს და გაეცნობიან მათი დამუშავების ხერხებს,ბუნებრივად ფერების მიღების გზებს.
ისტის პედაგოგმა ნარგიზი კახაძემ პროექტი თემაზე "ციფრული ტექნოლოგიები 21-ე საუკუნის დასაწყისში". შეისწავლიან ციფრული ტექნოლოგიების როლს ჩვენს ცხოვრებაში.რა მავნე გავლენა შეიძლება იქონიოს მათთან ხშირმა კონტაქტმა.
მათემატიკის პედაგოგმა ნაილი ასანიძემ პროექტი თემაზე : "ბანკში პროცენტის მარტივი და რთული დარიცხვის წესები"
ქიმიის პედაგოგმა ლილი გიგოშვილმა-- "მეტალების მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობზე"
ბილოგიის პედაგოგმა თამარ ვეფხვაძემ--- " თამბაქოს მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე"
უცხო ენის პედაგოგმა მაია ულუმბელაშვილმა ---" ბულინგი"
ქართული ენის პედაგოგმა მზია ოდიაშვილმა -- " ბარბარიზმები"
პროექტი (ინტელი)
Wednesday, 13 April 2016
Sunday, 10 April 2016
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები.დრაივზე შევქმენით ფეიჯები და პასილიტაციისთვის შევქმენით კითხვარები. პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
Wednesday, 6 April 2016
დღე მეშვიდე
დავასრულეთ პროცედურების შევსება, ვიმუშავეთ ბუკლეტზე. განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. შევქმენით დიფერენცირების შეფასების კითხვარი.
გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტებს და შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის პრეზენტაციის შაბლონი.
გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტებს და შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის პრეზენტაციის შაბლონი.
Sunday, 3 April 2016
დღე მეექვსე
ტრენინგის მეექვსე დღეს ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე,ერთმანეთს გავუზიარეთ და გაზიარებულ დოკუმენტებს გავუკეთეთ კომენტარი. განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ დავწეროთ პროცედურები.შევქმენით შეფასების რუბრიკა მიზნების შესაბამისად და დოკუმენტი ავტვირთეთ დრაივზე.
Wednesday, 30 March 2016
მეხუთე დღე
ვისწავლეთ ბლოგის პოსტზე კომენტარის გაკეთება.გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.შექმენით ციტირებული დოკუმენტი- "გამოყენებული ლიტერატურა". ვიმუშავეთ პოვერპოინტში მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე, ვიყავით მოსწავლის როლში,რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ვისწავლეთ დიაგრამის ჩასმა სლაიდ შოუში. ბოლოს შექმნილი მასალები ავტვირთეთ დრაივში.
Sunday, 27 March 2016
დღე მეოთხე
მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს, ავირჩიეთ ჩვენთვის შესაბამისი უნარები და ჩავსვით პროექტის გეგმაში.ასევე გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, შევადგინეთ შეფასების გეგმა და ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად შევადგინეთ დიაგრამა---- ვიცი/მინდა ვიცოდე/ ვისწავლე. ამის შემდეგ პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე.
Subscribe to:
Posts (Atom)