Wednesday, 30 March 2016
მეხუთე დღე
ვისწავლეთ ბლოგის პოსტზე კომენტარის გაკეთება.გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.შექმენით ციტირებული დოკუმენტი- "გამოყენებული ლიტერატურა". ვიმუშავეთ პოვერპოინტში მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე, ვიყავით მოსწავლის როლში,რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ვისწავლეთ დიაგრამის ჩასმა სლაიდ შოუში. ბოლოს შექმნილი მასალები ავტვირთეთ დრაივში.
Sunday, 27 March 2016
დღე მეოთხე
მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს, ავირჩიეთ ჩვენთვის შესაბამისი უნარები და ჩავსვით პროექტის გეგმაში.ასევე გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, შევადგინეთ შეფასების გეგმა და ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად შევადგინეთ დიაგრამა---- ვიცი/მინდა ვიცოდე/ ვისწავლე. ამის შემდეგ პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე.
Saturday, 26 March 2016
დღე მესამე
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.სტანდარტის და განახლებული ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისი სიტყვების მიხედვით, ინდიკატორებში მოვძებნეთ ზმნები რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა მაღალ სააზრონო უნარებს,და შესაბამისად ჩამოვწერეთ მიზნები. გავეცანით კითხვების ტიპებს: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი. და შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტისათვის.
Sunday, 20 March 2016
დღე მეორე
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის მონახაზები.მივხვდით რომ პროექტის შინაარსში არ უნდა დაიწეროს დასკვნა. დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვიტანეთ შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით გეგმაში.ვისწავლეთ პროექტის ბუკლეტის დამზადება.
Wednesday, 16 March 2016
დღე პირველი
გავიცანით ერთმანეთი. ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა.ვისაუბრეთ თუ რითი არის მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება, რომ იგი ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, აქტივობების სწორად დაგეგმვისას ხასიათდება მაღალი ჩართულობით.
შევედით ტრენინგის მასალებში. ვისწავლეთ ვიუვერში სხვადასხვა ოპერაციების შესრულება: ტექსტის მონიშვნა, ჩანიშვნა, კომენტირება,ჩამოტვირთვა და ა.შ.შევქმენით საქაღალდე და შევინახეთ სხვადასხვა დოკუმენტები. (გავიარეთ მოდული 1 და მოდული 2). ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
შევედით ტრენინგის მასალებში. ვისწავლეთ ვიუვერში სხვადასხვა ოპერაციების შესრულება: ტექსტის მონიშვნა, ჩანიშვნა, კომენტირება,ჩამოტვირთვა და ა.შ.შევქმენით საქაღალდე და შევინახეთ სხვადასხვა დოკუმენტები. (გავიარეთ მოდული 1 და მოდული 2). ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
Subscribe to:
Posts (Atom)